დაიმახსოვრეთ: ყველა ადმიანს გააჩნია თავისი სტიქია მაგრამ მხოლოდ ერთია უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი.....
პროცენტები დაყოფილია 4 პროცენტად:
- 60% ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისი სტიქიაა
- 25% სეზონის შესაბამისი სტიქია
- 10% კვირის დღის შესაბამისი სტიქია
- 5% დაბადების საათის შესაბამისი სტიქია
როგორ გავიგოთ ჩვენში შემავალი სტიქიების პროცენტული რაოდენობა?
1. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
- ცეცხლი - ვერძი,ლომი,მშვილდოსანი
- მიწა - კურო.ქალწული.თხის რქა
- ჰაერი - ტყუპები,სასწორი,მერწყული
- წყალი - ღრიანკალი, კირჩხიბი,თევზები
2. სტიქიები სეზონის მიხედვით:
გაზაფხული - ცეცხლი
მიწა - ზაფხული
ჰაერი - შემოდგომა
წყალი - ზამთარი
3. თქვენი საყვარელი კვირის დღეების მიხედვით:
ცეცხლი - სამშაბათი ხუთშაბათი
მიწა - შაბათი პარაკევი
ჰაერი - ოთხშაბათი
წყალი - კვირა ორშაბათი
ცეცხლი
ცეცხლის სტიქიის ქვეშ ფეთქებადი, გამორჩეულად ენერგიული და ნოვატორული აზროვნების მქონე ნატურები იბადებიან. თავისუფლებისმოყვარეებსა და ამაყებს, განსაკუთრებული პიროვნული შარმი და მომხიბვლელობა გააჩნით. მათ შორის ბევრი თავისი სფეროს პირველაღმომჩენი და პიონერი გვხვდება, ცეცხლის სტიქიას უამრავი ცნობილი პოლიტიკოსი, მომღერალი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე განეკუთვნება. სამწუხაროდ უკიდურესობებით აღსავსე ბუნება, ზოგჯერ მათ არა მარტო სამართლიანობისთვის მებრძოლი რევოლუციონერის, არამედ დიქტატორის და სადისტის ხასიათსაც უყალიბებს.
მიწა
გაწონასწორებული, სტაბილური და რეალისტი ადამიანების სტიქიაა, ამ სტიქიის წარმომადგენლები მიწაზე მართლაც, რომ ყოველთვის მყარად დგანან. მათ უმრავლესობას, მატერიალური დოვლათის დაგროვებისა და ფულის შოვნის შესაშური ნიჭი გააჩნია. საქვეყნოდ ცნობილი ფინანსისტები, ბიზნესმენები და ბანკირები სწორედ, რომ ამ სტიქით იბადებიან. ანალიტიკური აზროვნების უნარისა და დაკვირვებულობის წყალობით, მათ შორის ბევრი მეცნიერიც გვხვდება. ამას გარდა მიწის სტიქიით დაბადებული ადამიანებისაგან გონიერი, ფრთხილი და წინდახედული პოლიტიკოსები და მმართველებიც გამოდიან.
ჰაერი
კომუნიკაბელური, გამჭრიახი გონებით დაჯილდოებული, კონტაქტური, მრავალმხრივი ნიჭის მქონე ადამიანები. ისინი ყველგან არიან სადაც ლაპარაკი, მსჯელობა, კამათია საჭირო. ქმედითი და მოუსვენარი ნატურები არიან. თუმცა მერყევები და რამდენადმე არსტაბილურები. ხშირად იცვლიან ინტერესების სფეროს, მისწრაფებებსა და იდეალებს. უყურებენ ყველაფერს გამომგონებლის თვალით და ცდილობენ ნებისმიერ სფეროში, ნოვატორული იდეები დანერგონ. მათ შორის ბევრი ლიტერატორი, შოუმენი, დიპლომატი, ორატორი და პილიტიკური მოღვაწე გვხვდება.
წყალი
.jpg)